ორი დაღუპული და ორი დაშავებული: სამი ავტომობილის მძიმე ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - Palitra News

ორი დაღუპული და ორი დაშავებული: სამი ავტომობილის მძიმე ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე

2017-04-12 10:05:13+04:00

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა ორი და დაშავდა ორი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხის მოსპობა გამოიწვია.