კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი - არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა "ლანცეტის" დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ განაცხადა, რომ არსებობენ დაინტერესებული პირები, ვისაც არ სურთ საქართველოში არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა..კლინიკა "ლანცეტის" დირექტორიმა ფარმან ჯეირანლიმ დღევანდელ პროცესზე დაინტერესებულ პირებზე ისაუბრა და კონკრეტული გვარები დაასახელა. კერძოდ, ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია.
"ამბები.ge" - ნინო კუზანოვას პირველ კომენტარს აქვეყნებს, სადაც ექიმი, კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.
- ჩემი შეხედულება თანამედროვე კლინიკაზე განსხვავდება მისი შეხედულებებისაგან, სწორედ ამიტომ დავტოვე სამსახური! ყოველთვის თვლიდა, რომ ხელს ვუშლიდი, ამიტომ ბევრ რამეში საერთოდ არ მახედებდა, ეს მისი, როგორც მფლობელის ნება იყო. სამწუხაროდ, მე ხელს ვერ ვუშლიდი.