ხუთი ნაცემი პედაგოგი და და დამტვრეული სკოლის ინვენტარი - საქმის მწარმოებელმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეების თვალწინ ცემა. დაზარალებული პედაგოგის დავით ხარაბაძემ განცხადებით, პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა, რა დროსაც ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩაარტყა.დავით ხარაბაძე ფიქრობს, რომ საქმის მწარმოებელი მას სავარაუდოდ, საათების გამო დაუპირისპირდა. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ითვალისწინებს.