NASA–ს მეცნიერები ინოვაციური პრეპარატების შექმნით არიან დაკავებულნი. ეს პრეპარატები განკუთვნილია იმ ასტრონავტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივი კოსმოსური ფრენებისთვის ემზადებიან. კერძოდ, ახალი პრეპარატები კოსმონავტებს მარსზე ექსპედიციის დროს რადიაციის ზემოქმედებისგან დაიცავს. საყურადღებოა, რომ ამ სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ ჩვენი პლანეტის რიგით მცხოვრებლებსაც გაუხანგრძლივონ სიცოცხლე. ამ ეტაპზე ახალი პრეპარატები ეფექტურობაზე გადიან კვლევას.