"ნანობს და ურჩევნია თავი არ იმართლოს" - მძღოლს, რომელმაც აღმაშენებლის ხეივანზე 9 წლის ბავშვი იმსხვერპლა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

"ნანობს და ურჩევნია თავი არ იმართლოს" - მძღოლს, რომელმაც აღმაშენებლის ხეივანზე 9 წლის ბავშვი იმსხვერპლა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

2017-03-27 15:07:28+04:00

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულ თორნიკე ტუღუშის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნანობს მომხდარს და თავად მისი სურვილია, რომ დარჩენილიყო პატიმრობაში.