აშშ-ს მეცნიერების გამოკვლევის შედეგად, რომელიც 23 წელს გრძელდებოდა და 108 ქვეყანაში ჩატარდა, ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მთავარი მიზეზი დადგინდა. ნაადრევი სიკვდილის მიზეზად, Health Metrics and Evaluation (IHME) - ინსტიტუტის მეცნიერებმა, არაჯანსაღი კვება დაასახელეს. ექსპერტების თქმით, არასწორი კვება ხასიათდება დიდი რაოდენობის წითელი ხორცის, მარილისა და ტკბილი სასმელების მიღებით და ხილის, ბოსტნეულის, თხილის, ბურღულეულის ნაკლებად მოხმარებით.