მსოფლიოში ყველაზე ღრმა ადგილი ხმაურიანი აღმოჩნდა. ამის შესახებ მეცნიერებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მარიანის ღრმულის ყველაზე ღრმა წერტილში, ჩელენჯერის უფსკრულში, რამდენიმე თვით წყალქვეშა ბგერების მიმღები აპარატი - ჰიდროფონი ჩაუშვეს.მოწყობილობამ დააფიქსირა, რომ უფსკრულში უამრავი რამ ისმის, მათ შორის ვეშაპების ყვირილი, ხომალდების ხმაური და მიწისქვეშა ბიძგების ხმა. მიუხედავად იმისა, რომ წყნარ ოეკანეში მდებარე მარიანას ღრმულში რამდენიმე დისტანციურად მართვადი სატრანსპორტო საშუალება და აღჭრვილობაა განთავსებული, ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ახალი ჩანაწერი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ასეთ სიღრმეზე ოდესმე გაკეთებულა.