საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ ის მიზეზები შეისწავლა, რომლებიც ბავშვების სიკვდილიანობასა და ტრამვატიზებას იწვევს. დავით მესხიშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე 70-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 2500-მდე დაშავდა. კვლევის ავტორმა, პრობლემის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფოს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.