მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია მეუფე სერაფიმეს წერილში, რომელსაც სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი)ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. მამა სერაფიმე მიტროპოლიტს მხარდაჭერას უცხადებს.
გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებამ და მრევლმა ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო 17 იანვარს პროტესტი გამოთქვეს.