ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა განუცხადა. მისი თქმით, ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს დაშვებული, თუმცა არ ეთანხმება იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო დროს მეუფე პეტრეს მხრიდან გაკეთდა. მეუფის აზრით, ურიგო არ იქნება, თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს. მისივე განცხადებით, დღეს ამის საჭიროება არსებობს.
როგორც მთავრეპისკოპოსმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ურიგო არ იქნება, თუკი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სინოდის სხდომა ჩაინიშნება.