"ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მერს პროგრამის - "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყოფის" ფარგლებში გადარიცხული 6 000 ლარის გამო აკრიტიკებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, სტუდენტის ოჯახი, რომელსაც მერიამ თანხა გადაურიცხა, სოციალურად დაუცველი არასდროს ყოფილა. ირაკლი ნადირაძის განმარტებით, დავით ნარმანიას თბილისის ბიუჯეტი "საკუთარი ჯიბის ფული" ჰგონია, რის გამოც ის შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.