მძღოლები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არ დაარღვევენ და მართვის მოწმობას წლის განმავლობაში 100 ქულით შეინარჩუნებენ, სახელმწიფოსგან წახალისდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.მისივე განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის მძღოლთა წახალისების ერთ-ერთი ფორმა შესაძლოა იყოს ავტომანქანის და სიცოცხლის შეღავათიანი პირობებით დაზღვევა, რა კუთხითაც სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან იმუშავებს.გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის თქმით, შესაძლოა კანონმორჩილი მძღოლებისთვის სხვადასხვა პრიზი ან გათამაშებაც დაწესდეს.