შსს-ს ცნობით, 2017 წლის 1-ელ ივლისიდან, თითოეულ მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, რომელიც ძალაში იქნება 2018 წლის 1-ელ იანვრამდე. 2018 წლიდან კი მართვის მოწმობას კალენდარული წლის განმავლობაში მიენიჭება 100 ქულა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს დარიცხული ქულების შემცირებას. ქულების რაოდენობით 0-მდე, ან 0-ზე ნაკლებ რიცხვამდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისთვის მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია, თუ პირი წარმატებით ჩააბარებს მართვის უფლების მისაღებს გამოცდას და ამისთვის გამოცდაზე გასვლა წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.