მაკა ჩიჩუას ძმას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - Palitra News

მაკა ჩიჩუას ძმას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2017-04-24 13:19:42+04:00

საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადა. მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.