ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი - ამერიკელი მწერლის, ჯეიმზ ელროის 528 გვერდიანი თრილერი, დაწერილია 1990 წელს. წიგნი ელროის რიგით მეცხრე ნოველაა, მის შემოქმედებაში ყველაზე პოპულარული, გამოცემიდან დღემდე გაყიდულია 15 მილიონამდე ეგზემპლარი.ლოსანჯელესის კვარტეტი ასე ეწოდება თრილერების სერიას, რომელიც ელროიმ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა, ამ სერიის ფარგლებში დაწერილია 4 ნოველა, "ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი" ამ სერიის მესამე და ყველაზე მოთხოვნადი წიგნია. ის ავტორმა საკუთარ მეუღლეს მიუძღვნა. რომანების შექმნის სურვილი ელროის ბავშვობიდანვე ქონდა, ის 10 წლის იყო, როდესაც საკუთარ სახლში დედა მოუკლეს, დანაშაული გამოუძიებელი დარჩა.თავად მწერალი წლების განმავლობაში იყო ნარკოდამოკიდებული, მონაწილე არაერთი დანაშაულისა. მან სწორედ საკუთარი წარსული და გამოცდილება გამოიყენა შემდგომში ბესტსელერად ქცეული წიგნების დასაწერად.