ლელა კილაძე მეუღლის გამოსვლას გლდანის ციხესთან ელოდება - Palitra News

ლელა კილაძე მეუღლის გამოსვლას გლდანის ციხესთან ელოდება

2017-04-06 15:08:09+04:00

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოში შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.გლდანის მე-8 დაწესებულებასთან, სადაც გუკა რჩეულიშვილი იმყოფება, მისი ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან. გლდანის ციხესთან იმყოფება რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე, ასევე "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ამ დროისთვის მსჯავრდებული რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი ნინო დარასელი.

იხილეთ:

გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობენ დაზარალებულები?

"ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე" - გუკა რჩეულიშვილს ახლობლები გლდანის ციხესთან ელოდებიან