ქუთაისში დამზადებული მეორადი ხის ავეჯი ევროპაში ექსპორტზე გავიდა. კომპანია "მადერა ჯორჯიას" დირექტორის ბესიკ მატკავას თქმით, ჰოლანდიაში როგორც ავეჯი, ასევე ხისგან დამზადებული დეკორატიული ნივთები იგზავნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავეჯის სხვა ევროპულ ქვეყნებში ექსპორტის თაობაზე. "მადერა ჯორჯიას" საწარმო საქართველოში პირველია, სადაც მეორადი ხისგან ავეჯსა და დეკორაციებს ამზადებენ. მეორადი ხისგან დამზადებული ავეჯის საწარმო ქუთაისში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.