ხმაური ქუთაისში - კლინიკა "უნიქალ მედი"-ში პაციენტი გარდაიცვალა. 18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა, რასაც 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვლაება მოჰყვა. პაციენტის ახლობლები ნათია შეყილაძის გარდაცვალებაში მედიკოსოებს ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ. კლინიკის მთავარი ექიმი შოთა მარუაშვილი კი აცხადებს, რომ "უნიქალ მედი"-ში პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. ექიმის თქმით, პაციენტის გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.