გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცავი მონაწილეობდა, რომელთაც მოპარული ნივთები 35 სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულები არიან ლატვიის და ვიეტნამის მოქალაქეებიც. საქართველოს მოქალაქეების დაკავების თაობაზე გერმანიაში საქართველოს საელჩოში ინფორმაცია უკვე შესულია.