კუბაში სამხედო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა კუბაში სამხედო- სატრანსპორტო თვითმფრინავის ”ან 26” კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე მგზავრი დაიღუპა, რომელთა შორის იყვნენ სამხედროები და ეკიპაჟის წევრები.კუბის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი ჰავანასთან ახლოს მდებარე აეროდრომიდან, პლაია-ბარაკოვადან აფრინდა და კატასტროფა არტემის პროვინციასთან განიცადა.მათივე ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე მთას შეეჯახა.თვითმფრინავი „ან-26“ 1969-1986 წლებში იწყობოდა და სულ 1400 ერთეულია გამოშვებული.