6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა.
ამ დღეს, შეგახსნებთ კანადელი წყვილის კოცნის ფოტოს ისტორიას, რომელმაც მსოფლიოს ყველა პოპულარული გამოცემა და სოციალური ქსელი მოიარა, ფოტო ვანკუვერში არეულობის დროსაა გადაღებული. "არეულობა სტენლის თასზე ჰოკეის გუნდის "ვანკუვერ კენაკსის" წაგებამ გამოიწვია."არეულობაში სკოტ ჯონსი და ალექსანდრა ტომასიც მოხვდნენ. ალექსანდრა წაიქცა, ტომასი მას წამოდგომაში ეხმარებოდა და აკოცა, იღბლიანი ფოტოგრაფიც იქვე აღმოჩნდა.წყვილს უკვე შესთავაზეს რამდენიმე სარეკლამო რგოლში მონაწილეობა, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ სიყვარული არ იყიდება და მათთვის დასვენება უფრო მნიშვნელოვანია.