მაკედონიის პარლამენტის შენობაში დემონსტრანტები შეიჭრნენ, რასაც ქაოსი მოჰყვა. 200-მდე აქციის მონაწილე , რომლებსაც სახეს ნიღაბი უფარავდა, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერად ეროვნებით ალბანელის არჩევას აპროტესტებდა. ხელჩართული ჩხუბის დროს სოციალ დემოკრატების ლიდერი ზორან ზევი დაშავდა. როიტერის მიერ გავრცელებულ კადრებში მისი სისხლიანი სახე ჩანს. სწორედ სოციალ-დემოკრატებმა დაუჭირა მხარი მაკედონიის პარლამენტის სპიკერად ეთნიკურად ალბანელის არჩევას. ინციდენტისას დაშავდა 10 ადამიანი და დაზიანდა პარლამენტის ინტერიერი. პოლიციამ სიტუაციის დროულად განმუხტვა ვერ უზრუნველყო.