ხანძარი ბაგებში - უჩანაეშვილის 18 ნომერში ერთსართულიანი სახლის მანსარდა დაიწვა. ცეცხლი 300 კვადრატულამდე მეტრის ფართს მოედო. სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ალმოკიდებული შენობიდან დროულად გამოიყვანეს. დაზარალებულების ვარაუდით, ხანძარი მეზობლის ელექტროსადენებიდან გაჩნდა. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გვერდითა სახლზეც გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრეებმა დროულად შეძლეს მისი ჩაქრობა.