ვინ და რატომ დაჭრა პატრიარქის მიერ ბერლინში გაკეთებული პირველი ვიდეომიმართვა? - მიტროპოლიტი დიმიტრი "პალიტრანიუსთან" საუბრისას სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი მტკიცებით, ბერლინის კლინიკაში ჩაწერილ ვიდეოში პატრიარქი სიტყვებს "ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს" არა მამა გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის შესახებ ამბობს.როგორც მეუფე დიმიტრიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პატრიარქმა უბრალოდ პროკურატურის ნაცვლად შეცდომით მამა გიორგი მამალაძის სახელი ახსენა და ვიდეოდან ეს ნაწილიც სწორედ ამის გამო ამოიჭრა. მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა ისიც, რომ ვიდეოდან რამდენიმე წინადადების ამოღების გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო თავად პატრიარქთან.
იხილეთ:
პატრიარქს დააძალეს ეს განცხადება გაეკეთებინა - ლაშა ჟვანია ილია მეორის ვიდეომიმართვაზე