კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროდან გატაცებული ორივე პირი გათავისუფლებულია. როგორც სუს-ში განმარტავენ, ორივე დაკავებულის გათავისუფლება გუშინვე მოხდა. საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები გუშინ დააკავეს. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, ადგილობრივები საოკუპაციო ხაზს მიღმა არასდროს გადადიან და დაკავებაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „საქართველოს ორმა მოქალაქემ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, რის გამოც დააკავეს".