დეპუტატ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი ადვოკატის ქეთევან ქვარცხავას განცხადებით, არაბული კომპანია რაკიას მფლობელი, რასელ ხაიმას საემიროს შეიხი, მიქაძეს რამდენიმე ეპიზოდს ედავება. საქმე ეხება 2010 წლის ბიზნეს შეთანხმებას ფოთის პორტზე, რომელზეც დამნაშავედ ცნეს მიქაძის ბიზნეს პარტნიორებიც და სამივეს 17 მილიონი დოლარის კომპანიაში დაბრუნება დაევალა. სასამართლო დავის გაგრძელებას გეგმავს პატრიოტთა ალიანსის წევრი გელა მიქაძე. ადვოკატი არაბთა საემიროებიდან საქმის მასალებს ელოდება, თუმცა მისთვის უცნობია გადმოუგზავნის თუ არა არაბული მხარე დოკუმენტაციას. საქმის მასალების მიღების შემდეგ გადაწყდება შემდგომი სამოქმედო გეგმა.