ქართული არმიის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გორში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ესწრება. მთავრობის მეთაური საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და არმის დაარსებიდან 26 წელი მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა გარდაცვლილი გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირთა ხეივანში შვილთან ერთად ხე დარგო. დღეს ქართული არმიის დაარსებიდან 26 წელი სრულდება. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილია. ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება.1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.