ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია - სტიქიის გამო ერთ ღამეში 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა - Palitra News

ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია - სტიქიის გამო ერთ ღამეში 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

2017-03-21 11:08:07+04:00

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. როგორც პალიტრანიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაშავებულები არ არიან. გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.

იხილეთ:

გადახდილი სახურავები, დაზიანებული ავტომობილები, მოგლეჯილი ხეები და ბოძები - ძლიერმა ქარმა გორსა და რუსთავში პრობლემები შექმნა

ძლიერი ქარის გამო, თურქეთიდან თბილისის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი რეისი ვერ შესრულდა