კარაკასში ანტისახელისუფლებო აქციაზე, მანიფესტანტებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით დემონსტრანტი. როიტერის ინფორმაციით, პოლიციამ და სამხედრო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საპროტესტო ტალღა ქვეყნის მასშტაბით სამი თვის წინ აგორდა, ამ ხნის განმავლობაში შეტაკებებს 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიცია და მისი მოხრეები, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვენ, მას კორუფციულ გარიგეგბსა და ქვეყნის არაფეტქტურად მართვაში ადანაშაულებენ.