თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სეტყვა გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 ივნისს საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდი იქნება. კერძოდ, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.
გთავაზობთ თითმხილველის ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ დაისეტყვა მანქანები თბილისში.
ვიდეოს ავტორი: ლიკა ერქვანიძე
იხილეთ:
წყალში მოცურავე მანქანები - რა ხდებოდა ახმეტელის მეტროსთან ძლიერი სეტყვის დროს
ძლიერი სეტყვა დიღომსა და გლდანში - თვითმხილველების ვიდეოები ადგილიდანთბილისის შემდეგ, საგარეჯოც დაისეტყვა - ფოტო ადგილიდან
სეტყვა და ძლიერი წვიმა საბურთალოზე - კადრები პეკინის ქუჩიდან
სეტყვა და ძლიერი წვიმა რეგიონებში - კადრები სოფლებიდან, რომლებსაც უამინდობამ ზიანი მიაყენა