ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც Ambebi.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილი 26 წლის გიორგი შარაშენიძის მეგობარმა განაცხადა, თავდასხმაში სავარაუდოდ, რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
მეგობრიც განცხადებით, გარდაცვლილს 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როცა ცეცხლი გაუხსნა, გიომ ეტყობა იფიქრა უკან დავიხევ და გავიქცევიო, მაგრამ მანქანის უკან "მარშუტკა" ჩაუყენეს, იმას დაეჯახა და ვეღარ გაიქცა. თავდამსხმელმა ავტომატიდან 17 ტყვია ესროლა და 13 ჰქონდა მოხვედრილი“, - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა. მისივე თქმით, გიორგი შარაშენიძემ ორი კვირის წინ ცოლი მოიყვანა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.