ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს - Palitra News

ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

2017-01-16 14:14:42+04:00
თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია 62 წლის მამაკაცი. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.ი ცხელ კვალზე დააკავეს.