ნებისმიერ, ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებსაც კი, კანონმორჩილი მოქალაქეების გვერდით თავისი კრიმინალები ჰყავს, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას წვრილმანებით იწყებენ, მერე კი, ისეთ ძლიერ ორგანიზაციას ქმნიან, რომელთან ბრძოლაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. გამონაკლისი არც აზიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა იაპონიაა, სადაც უკვე დიდი ხანია მოქმედებს მაფია - ე.წ. იაკუძა, რომელიც რონინებისგან ანუ გაღატაკებული დიდგვაროვანი სამურაებისგან იღებს სათავეს.სახელი დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ ბანქოს თამაშისგან "იოტო-კაბუსგან" მიიღო. საკმაოდ მარტივი თამაშის მთავარი პრინციპი ბანქოს ქაღალდით გარკვეული რაოდენობის დაგროვებაა. ყველაზე ცუდ წყობად კი - რვიანი, ცხრიანი და სამიანი, ანუ "ია", "კუ" და"სა" ითვლება. სწორედ აქედანაა "იაკუძას" სახელიც, რომელიც გავრცელებული ვერსიით, სამი ცალკეული დაჯგუფების: მატი-იოკოს, ტეკიას და ბაკუტოს გაერთიანებით გაჩნდა.