გურჯაანში გოგონა მოიტაცეს. პოლიციაში შესული შეტყობინების მიხედვით, 24 წლის გოგონა 27 წლის მამაკაცმა ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა. გოგონა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოტაცებული გოგონას ადგილსამყოფელი პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია. ცნობილია რომ გატაცებულმა გოგონამ სამართალდამცველებს შემთხვევამდე რამოდენიმე დღით ადრე მიმართა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.