ბერლინში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. ჰელიოს ბუჰის კლინიკის წარმომადგენლებისა და უწმინდესის პირადი ექიმის თქმით ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მას ლაპარასკოპიული ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე გაუკეთდა. პატრიარქი ბერლინში 2 თებერვალიდან მკურნალობს. ქირურგიულ ჩარევამდე ილია მეორეს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ოპერაციის მსვლელობისას ბერლინში მყოფმა სასულიერო პირებმა და წმინდა სინოდის წევრებმა პატრიარქის ჯანმრთელობის პარაკლისს გადაიხადეს.