ავტოავარიაში სკოლის მოსწავლეები მოყვნენ - გელათის მონასტერთან სატვირთო ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. სკოლის მოსწავლეები ზესტაფონიდან გელათის მონასტერში ექსკურსიაზე იყვნენ. შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა. ისინი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.