ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საავიაციო სფერო ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას. სპეციალისტები აპრილის თვიდან მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვან გაზრდას ელოდებიან. ავიაკომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად, საქართველოში ავიაციის ინდუსტრია უკეთესად განვითარედება, თუმცა მიიჩნევენ, რომ მგზავრთა მოზღვავებული რაოდენობა ტავ ჯორჯიასთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნებასაქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში შენიშვნებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა მგზავრთა ნაკადის გაზრდილ რაოდენობას მომზადებული ხვდება. დეა მაჭავარიანის განცხადებით, 2017 წლის სექტემბრისთვის თბილისის აეროპორტში მეორე ტერმინალის მშენებლობა დასრულდება, რაც გამტარუნარიანობას ორჯერ გაზრდის. ბოლო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადები მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 23%-ით, 2012 წელთან შედარებით კი 103 %-ით გაიზარდა. აეროპორტების ბაზრის წილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობს.