სემეკი გაზის კომპანიების სატარიფო განაცხადების გადახედვას იწყებს. გაზის სექტორში ტარიფების დადგენა ბოლოს 2005 წელს მოხდა, შესაბამისად, მარეგულირებელ კომისიას ბუნებრივი აირის გადასახადი უკვე 11 წელია არ განუხილავს. სემეკის წევრი გოჩა შონია აცხადებს, რომ სამართლიანი ტარიფების დადგენის მიზნით, კომპანიების განაცხადების გადახედვა და შესწავლა აუცილებელია.ენერგეტიკის ექსპერტის მურმან მარეგველაშვილის განცხადებით, გაზის ტარიფების ცვლილება მოსალოდნელია და მომხმარებლები ბუნებრივი აირის გაზრდილ ღირებულებას დაახლოებით 5 თვეში გადაიხდიან. მარგველაშვილის განმარტებით, ტარიფზე გავლენას რამდენიმე კომპონენტი მოახდენს.მარეგულირებელ კომისიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით, ჯერჯერობით მხოლოდ ორმა კომპანიამ, სოკარ ჯორჯია გაზმა და საქქორგაზმა მიმართა. ბუნებრივი გაზის სექტორში მიღებული ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით, ტარიფების გადახედვა ყოველწლიურად მოხდება.