ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერეგეენკომ სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები გააცნო. როგორც ცნობილია, ცვლლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. სახელმწიფო მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს, ანუ მათ რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათასზე მაღალია, საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის უფლებას აღარ მისცემს. საშუალოშემოსავლენბს კი კერძო და საყოველთაო დაზღვევას შორის არჩევანის გაკეთებას შესთავაზებს. სამინისტროში ფიქრობენ, რომ ცვლილებების შედეგად, პროგრამა ბენეფიციართა საჭიროებებზე უფრო მეტად მორგებული იქნება.სადაზღვევო კომპანიები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმენბიან და აცხადებენ, რომ კერძო დაზღვევის პაკეტების გაძვირება ან მათ მიერ შეთავაზებული სერვისების შემცირება მოსალოდნელი არ არის. მათი განმარტებით, ცვლილებები შედეგად კერძოდაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზრდება.