ევროპის დღეები 2017 სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში გახსნეს.ევროკავშირის წარმომადგენლობა წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ევროპის დღე რიყის პარკში აღნიშნეს. რიყეზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიმართეს. განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოხარულია, რადგან რიყის პარკში აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ 25 მაისამდე 50-მდე ღონისძიება იქნება დაგეგმილი.ევროპული სოფელი სპეციალურად მოეწყო, სადაც ევროკავშირის 18 ქვეყნის სტენდია წარმოდგენილი.