ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წევრები მივიდნენ. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, თბილისში ჩამოვიდნენ ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად.რაც შეეხება იმას, დაარღვიეს თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ, ე.წ. ღამის მგლების თქმით, ისინი საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციამ გამოატარა და კანონდარღვევას რომ ადგილი ჰქონოდა, მათ დააკავებდნენ.
იხილეთ: