გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა, ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი, 70 წლის ელდარ გუნდიშვილი დააკავეს. გუნდიშვილი თანასოფლელებთან ერთად, სოფლის განაპირას, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და დააკავეს.თვითმხილველების განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეები გუნდიშვილთან ერთად სოფელ აძვის სხვა მცხოვრებლების დაკავებასაც შეეცადნენ, თუმცა მათ გამოქცევა შეძლეს.