დიდუბის პანთეონში ”მხედრიონის” დაამარსებლის ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს. ჯაბა იოსელიანის საფლავის ქვაზე უცნობმა პირმა წარწერა ”გადამასვენეთ” გააკეთა.დასუფთავების სამსახურმა საფლავი უკვე გაწმინდა. როგორც პანთეონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საფლავი დაზიანებული არ არის. მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, 10 ივლისს, ჯაბა იოსელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.