პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო. კენჭისყრამ საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე ჩაიარა - მათ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს, უმრავლესობა კი კენჭსყრის შედეგს ტაშით შეხვდა. რეალურად რა შეიცვლება კონსტიტუციაში ახალი პროექტის მიხედვით? - ამ თემაზე ვრცლად საპარლამენტო კორესპონდენტი ნათია ინაური საუბრობს.