დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - Palitra News

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

2017-04-10 10:31:04+04:00

პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. პირველი ეტაპი 24 აპრილამდე გაგარძელდება. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში; I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 25 აპრილიდამ 5 მაისის ჩათვლით. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით ჩატარდება, მესამე კი 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლი. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.