ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრას სთხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დეკანოზს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს. ადვოკატის განმარტებით, დეკანოზის სურვილია, რომ სასულიერო პირებს ჩვენების მიცემამდე შეხვდეს. ჩვენ პარალელურად მივმართავთ პროკურორებს დაკითხვისთვის, თუმცა ამავდროულად, გვინდა პასუხი საპატრიარქოსგან, თუ რა პოზიციაზე იქნებიან", - განაცხადა ადვოკატმა.
ასევე იხილეთ: დეკანოზი გიორგი მამალაძე "ავერსის" კლინიდან ისევ ჩაფიძის გულის ცენტრში გადაიყვანეს