დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, წიწვოვანი ხის ნერგები დარგო .აქციას ადგილობრივი მოსახლეობა და უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები შეურთდნენ.200-მდე ხის ნერგი საჯარო სკოლისა და სოფლი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო.