მე წავალ ბოტკოველის, ან შორენას ადგილზე უფრო, პირველ რიგში დავითის (ჭინჭარაული) ადგილზე, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში აცხადებს, რომელშიც ის ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძეს ესაუბრება. ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი მამალაძე დაკავებული დეკანოზისგან ინტერესდება, აქვს თუ არა პრეტენზია პატრიარქობაზე, რაზეც დეკანოზი გიორგი მამალაძე პასუხობს: "ე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზაია, ჯერ თავს ვიკავებ".
ასევე იხილეთ:
"შორენას სად უშვებ? - მარილზე" - რაზე საუბრობს ფარულ ვიდეოჩანაწერში დეკანოზი გიორგი მამალაძე?