სინგაპურელმა, ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ტაქსის ყველაზე სახიფათო ფერი დაასახელეს. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა. სპეციალისტების დათვლით, ათასი მანქანიდან ავარიაში მოხვედრის ალბათობა ლურჯი ფერის ავტომობილით 9%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ყვითელი ფერის ტრანსპორტით. მეცნიერები მიზეზს იმაში ხედავენ, რომ ლურჯი მანქანები ნაკლებად შესამჩევია, ვიდრე ყვითელი.ექსპერტები სამი წლის განმავლობაში, სინგაპურში ტაქსის ყველაზე მსხვილ ქსელში ავარიის შემთხვევის ყოველთვიურ სტატისტიკას სწავლობდნენ.