დაკავებული დეკანოზის დაკითხვისას საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან გვარს შეეხო. განცხადება ამის შესახებ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გააკეთა. გიორგი ფანცულაიას თქმით, დაცვის მხარე რჩება იმ პოზიციაზე, რომ დაკითხვის დასრულების შემდეგ გიორგი მამალაძის უდანაშაულობა დამტკიცდება. ამასთან დაცვის მხარემ დაკავებული დეკანოზისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს. ადვოკატის განმარტებთ, უსაფრთხოების საკითხის უზურნველყოფა მას შემდეგ უფრო აუცილებელი გახდა, რაც დეკანოზმა გამოძიებას ჩვენება მისცა.